ახალი ამბები

ბურჯანაძე: რუსეთი ‘იმპერიალისტურ’ პოლიტიკას ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ვერ მოერგო “ახალ პოლიტიკურ რეალობას და თავის ძველ იმპერიალისტურ კურსს აგრძელებს“.


მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის თავდაპირველი უარი დეპუტატ გივი თარგამაძისთვის ვიზის გაცემაზე, რასაც შედეგად ქართული მხარის ბოიკოტი მოყვა სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობაზე, იყო რუსეთის გარკვეული ძალების მცდელობა ხელი შეეშალათ ქართული მხარის გადაწყვეტილებისთვის “ღიად დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია“ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით.


საქართველოს დელეგაცია სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისის სამშვიდობო გეგმის წარდგენას გეგმავდა დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.


“დსთ-ში ჩვენი ყოფნის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ფორუმი დიალოგისთვის და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის გამოვიყენოთ არა მარტო რუსეთთან, არამედ დსთ-ს სხვა წევრებთანაც“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button