
ახალი ამბები
“კმარას’ აქტივისტები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოძრაობა “კმარას” აქტივისტები მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს განაჩენს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, მათ გაფრთხილება მიეცათ მომავალში საპროტესტო აქციების მოწყობასთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. კამარას აქტივისტებს 10 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობის გამო უჩიოდნენ.
მოძრაობა “კმარას” ადვოკატის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ უსაფუძვლო გადაწყვეილება გამოიტანა, რადგან, კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს შეუძლია მშვდობიანი მიტინგი გამართოს.
თინათინ ხიდაშელის ინფორმაციით, ისინი მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ.