ახალი ამბები

უზბეკეთი ‘სუუამს’ ტოვებს

(თბილისი, 14 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ‘ასოშიეტედ პრესის’ ცნობით, 13 ივნისს უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სტრატეგიულ გაერთიანებას ‘სუუამ’-ს (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ტოვებს.

უზბეკეთმა წევრი სახელმწიფოების საელჩოები ოფიციალურად 12 ივნისს გააფრთხილა.

‘სუუამი’ დაარსდა 1997 წელს, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული გაერთიანება, რომლის მიზანს წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება წარმოადგენს. უზბეკეთი ამ გაერთიანებას ოდნავ მოგვიანებით, 1999 წელს შეუერთდა.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტაშკენტის ‘სუუამიდან’ გამოსვლის მიზეზს, ორგანიზაციის მიზნების შეუსრულებლობა წარმოადგენს.

 

Back to top button