ახალი ამბები

ინტერპოლმა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. 

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 29 წლის კანჯიოღლი მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის იძებნება. 

24 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული აფხაზი მესაზღვრის ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმას ცდილობდა. 

10 მარტს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა დაუსწრებლად 14 წლამდე გაუზარდა. 

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 19 მაისს მოკლეს

შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.

მსგავსი/Related

Back to top button