ახალი ამბები

კანადაში, კორეასა და ყაზახეთში საქართველოს ახალი ელჩები ეყოლება

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანადაში, ყაზახეთსა და კორეის რესპუბლიკაში ახალი ელჩები დანიშნა.

კონსტანტინე ქავთარაძე, რომელიც 2011–2015 წლებში საქართველოს ელჩი იყო შვედეთსა და ფინეთში,  კანადის ელჩის და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

ზურაბ აბაშიძე, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი, ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

საქართველოს ახალი ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი იქნება, რომელსაც მანამდე ბრაზილიაში ეკავა ელჩის თანამდებობა.
 
„სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილი კადრია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებას“, –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ 30 იანვარს პრეზიდენტსა და სამ ელჩს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button