Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ცნობით, ამერიკული კომპანია ანაკლიაში დაგეგმილი პორტის ოპერირებით დაინტერესდა

საპორტო ტერმინალების ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ოპერატორი კომპანია, SSA Marine, რომლის სათაო ოფისიც სიეტლში მდებარეობს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირების თაობაზე, იტყობინება მთავრობის პრესამსახური.

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 10 იანვარს SSA Marine-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ბობ უოთერსს შეხვდა. 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის, მსოფლიო კლასის პორტოპერატორის მოზიდვა მნიშვნელოვანია“, –განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მისი პრესსამსახურის თანახმად.

ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button