skip to content
ახალი ამბები

ლარი მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 4%-ით გამყარდა მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტის კურსი ერთი კვირის წინ მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე 2.7846-მდე გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა 27 დეკემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.6683 -ზე დაადგინა, წინა დღეს არსებული 2.7302-ის ნაცვლად. ასევე 6 პუნქტით გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაში და 2.7889 შეადგინა, წინა დღეს არსებული 2.8520-იანი ნიშნულიდან.

ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარება დაახლოებით სამ დღეში დაიწყო მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 20 დეკემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის მხარდასაჭერად.

ეს 2016 წელს უკვე 24-ე ინტერვენცია იყო ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელმაც წლის დასაწყისიდან სულ 280 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.

მსგავსი/Related

Back to top button