skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში მშპ–ის ზრდამ 1.5% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 31 ოქტომბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.5% შეადგინა, ხოლო მესამე კვარტალში 2.2%–იანი ზრდა დაფიქსირდა.

2016 წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.6% შეადგინა. შარშან ამავე პერიოდში მშპ–ის 2.7% –იანი ზრდა დაფიქსირდა.

მთავრობა 2016 წელს 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მომავალი წლისთვის, კი სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, ეკონომიკის 4%-იანი ზრდაა განსაზღვრული. 

2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button