ახალი ამბები

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 1.1% შეადგინა



წყარო: საქსტატი

"საქსტატის“ მიერ ორშაბათს გავრცელებული მონაცემების თანახმად, წლიური ინფლაციის დონე ივნისში 1.1%–მდე შემცირდა წინა თვეში არსებული 2.1%–დან.

წინა თვესთან შედარებით ივნისში ფასები 0.9%–ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მაისში 0.4%–იანი დეფლაცია დაფიქსირდა.

ფასები ალკოჰოლურ სასმელზე და სიგარეტზე მაისში 11.6%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რაც ძირითადად თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდამ გამოიწვია.

წლიურმა ინფლაციამ ჯანდაცვის კატეგორიაში ივნისში 4.3% შეადგინა, რაც ძირითადად,  გამოიწვია ფასების მომატებამ ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.4%) და საავადმყოფოების მომსახურების (2.3%) ქვეჯგუფზე.

შარშანდელთან შედარებით, ივნისში ფასები საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის ჯგუფზე 6.1%–ით გაიზარდა.

ფასები სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე  6.3%–ით, ხოლო ფასები კავშირგაბმულობის მომსახურებაზე 3.2%–ით გაიზარდა ივნისში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. 

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები ივნისში 9.5%–ით შემცირდა წინა წლის ივნისთან შედარებით, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებებზე ფასების 18%–იანმა კლებამ განაპირობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button