skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილმა ‘ქართველი ხალხის გამარჯვება“ წინასწარ უწოდა ვიზალიბერალიზაციაზე გამოსაქვეყნებელ ‘პოზიტიურ’ ანგარიშს

ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც 18 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს „პოზიტიური“ იქნება, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღება მოყვება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 18 დეკემბერს.

„მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში… და დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში ევროკავშირის, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ“, – განაცხადა მან.

„ძალიან შრომატევადი საქმე იყო. ჩვენ 100%–ით შევასრულეთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებაში და არც ერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ, რომ იტყვიან 100%–ით შევასრულეთ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა მან.

„ვულოცავ ქართველ ხალხს; ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის გამარჯვება… და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის გასაძლიერებლად. რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ნდობის დადასტურება, ქართველი ხალხის ნდობის დადასტურებაა ევროპის მხრიდან და თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს “მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი“ შრომისთვის, რამაც, მისი თქმით, შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა შეესრულებინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button