ახალი ამბები

პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17 მარტს თურქეთის ქალაქ ყარსს ეწვია, სადაც თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და შემდგომ თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება  ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

მასთან და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტს, მისი პრესსამსახურის ცნობით, ყარსში ასევე თან ახლავს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.  

 

მსგავსი/Related

Back to top button