skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი აზერბაიჯანს ესტუმრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12–13 თებერვალს აზერბაიჯანს ესტუმრება.

ბაქოში იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასი-ზადეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 13 თებერვალს, მარგველაშვილი ქალაქ გაბალას და ასევე ქალაქ კახს ეწვევა, სადაც ის ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება.

აზერბაიჯანში ვიზიტს წინ უძღოდა მისი ვიზიტი თურქეთში, რომელიც იანვარში შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button