skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ეკლესია საქართველოს ევროინტეგრაციის შემაფერხებელი არ არის

ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კითხეს როგორ შეაფასებს ის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არის ის ამ პროცესის ხელისშეწყობი თუ ხელის შემშლელი.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ძალიან მყარი და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ მე არ ვიტყოდი, რომ ის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში წინაღობას წარმოადგენს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ესეც დაეხმარება ქვეყნისა და ხალხის კონსოლიდაციას. ასევე, ცნობისთვის გეტყვით რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად მოსახლეობის უმრავლესობა ევროპული ინტეგრაციის პროცესს მხარს უჭერს.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button