ევროკავშირი საქართველოს ‘მეტი მეტისთვის’ პრინციპის ფარგლებში 27 მლნ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს 27 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა დაეხმაროს ქვეყანას სამუშაო ადგილების ბაზრის მართვის და განათლებისა და ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის გაუმჯობესების კუთხით.
დაფინანსება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციის და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა. 2012 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში დამატებითი რესურსების გამოყოფა ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უფრო მეტ რეფორმებს ახორციელებენ დემოკრატიის თვალსაზრისით.
იგივე პროგრამის ფარგლებში მოლდოვამ 35 მილიონი ევრო, ხოლო სომხეთმა 25 მილიონი ევრო მიიღო.
შარშან მოლდოვამ 28 მილიონი ევრო, საქართველომ 22 მილიონი ევრო, ხოლო სომხეთმა 15 მილიონი ევრო მიიღო.
„წელს სამი აღმოსავლელი პარტნიორი დაჯილდოვდა თავიანთი ძალისხმევისთვის დემოკრატიული გარდატეხის და ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართ ერთგულების გამო. ვიმედოვნებთ, რომ ეს ჯგუფი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება“, – განაცხადა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ 12 დეკემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)