
ახალი ამბები
ისრაელის პრემიერ–მინისტრმა და საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელმაც მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, იტყობინება მარგველაშვილის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციით, არჩეულმა პრეზიდენტმა და პრემიერ–მინისტრმა ნეთანიაჰუმ, რომელმაც მარგველაშვილი ისრაელში მიიწვია, პირობა დადეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
31 ოქტომბერს მარგველაშვილს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ზეევ ელკინთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც თბილისში ისრაელის ელჩების რეგიონალურ ფორუმს ესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)