
ღარიბაშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ბელარუსს ეწვევა
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23-26 სექტემბერს ლატვიას, ესტონეთს და ლიტვას ეწვევა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიასთან ხელი მოეწერება „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ოქმსა და „საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას, ხოლო ლიტვასთან შემდეგ შეთანხმებებს: „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“.
ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ღარიბაშვილი ბელარუსში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, იგორ შუნევიჩს შეხვდება. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე“ ერთობლივ განცხადებას.
This post is also available in: English Русский