წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ ექვს თვეში 4.2%–ით შემცირდა და 458.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
„საქსტატის“ მიერ 9 სექტემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2013 წლის პირველ ექვს თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4.2%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 458.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6.7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან, ხოლო 2.7%–ით წინა კვარტალთან შედარებით და 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, წამყვანი ეკონომიკური სექტორები, რომლებშიც 2013 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, იყო ენერგეტიკა – 66.3 მილიონი აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 59.1 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 46 მილიონი აშშ დოლარი; მშენებლობა – 38.6 მილიონი აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 13.1 მილიონი აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 9.7 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 4.6 მილიონი აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 3.8 მილიონი აშშ დოლარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)