![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
სტამბოლში საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 10 მაისს სტამბოლში მე–11 საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში თავის თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზს შეხვდა.
„ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. „თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის სამხედრო განათლებას, ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურსა და სხვა სფეროებს“.
თურქეთში ვიზიტამდე ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ანკარასთან სამხედრო მრეწველობაში „ერთობლივი პროექტების“ განხორციელების პოტენციალს განიხილავდა. ამ საკითხზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–რელიზში საუბარი საერთოდ არ არის.
საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შრი–ლანკას დელეგაციასაც შეხვდა, განაცხადა თავდაცვის უწყებამ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)