
ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი პოლონეთს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 8–10 აპრილს პოლონეთს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში უსუფაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ბრონისლავ კომოროვსკის, ასევე სეიმის თავმჯდომარეს ევა კოპაჩს და სენატის თავმჯდომარეს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის სამი დეპუტატი – თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია და გიორგი ვოლსკი, და ასევე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან თინათინ ბოკუჩავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)