ახალი ამბები

Forbes-მა ივანიშვილის ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერების სიაში 229–ე ადგილი უკავია, ხოლო მისი ქონება 5.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ივანიშვილის ქონება შარშანდელ ანალოგიურ რეიტინგში 6.4 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

გასულ წელს ივანიშვილმა თავისი ბიზნეს აქტივები გაყიდა რუსეთში, მათ შორის აგროსამრეწველო კორპორაცია „სტოილენსკაია ნივა“, ბანკი „როსიისკი კრედიტი“, სააფთიაქო ქსელი „დოქტორ სტოლეტოვი“ და უძრავი ქონების აქტივები მოსკოვში.  Forbes–ის თანახმად, ივანიშვილის სუფთა შემოსავალმა რუსეთში აქტივების გაყიდვის შედეგად, დაახლოებით, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button