skip to content
ახალი ამბები

უგულავა: პროკურატურის შუამდგომლობა ‘აბსურდულია’

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა მისი უფლებამოსილების შეჩერების და მისთვის 1 მილიონი ლარის გირაოს შეფარების თაობაზე "აბსურდული" და "პოლიტიკურად მოტივირებულია".

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსმენა იმართება, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა სახის შეზღუდვები უნდა დაუწესდეს უგულავას, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აქვს ბრალი წარდგენილი.

პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ გიგი უგულავას, რომელიც თბილისის მერად 2010 წელს იქნა არჩეული, თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს და 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდოს. პროკურატურა ასევე სთხოვს სასამართლოს უგულავას ქვეყნის დატოვება აუკრძალოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლამდე უგულავამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა ისეთივე აბსურდულია, როგორც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.

„მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს“, – განაცხადა უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურის მოთხოვნა მისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის იმ მცდელობის ნაწილია, რაც „თბილისის მერიის ხელში ჩაგდებას და დაპატრონებას“ ისახავს მიზნად.   

This post is also available in: English Русский

Back to top button