ახალი ამბები
ვარშავაში საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 28 იანვარს ვარშავაში თავის პოლონელ კოლეგას რადოსლავ შიკორსკის შეხვდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს; მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ვარშავის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
პოლონეთში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სენატის სპიკერს ბოგდან ბორუსევიჩს, სეიმის ვიცე-სპიკერ ცეზარ გრაბარჩიკს, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკის და ასევე დეპუტატებს პოლონურ–ქართული საპარლამენტო ჯგუფიდან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)