
ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა მას შემდეგ, რაც მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ 21 დეკემბერს ოფიციალურად აცნობა პარლამენტის ბიუროს.
ენუქიძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტშიც ამბროლაურის ერთმანდატიანი ოლქიდან იყო არჩეული ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით, მერვე დეპუტატია, რომელმაც ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ექვსმა მაჟორიტარმა, რომლებიც ამჟამად დამოუკიდებელი ფრაქციით არიან წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. უკანასკნელად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ერთმა ნაციონალმა მაჟორიტარმა, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებში“ გაწევრიანდა.
ამ გადაწყვეტილებების შედეგად ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობაში 57 დეპუტატი რჩება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიამ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად 65 დატეპუტატო მანდატი მოიპოვა.
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობაში ამჟამად 83 დეპუტატით არის წარმოდგენილი.