ახალი ამბები

სოროსი და სააკაშვილის იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ



ჯორჯ სოროსი და პრეზიდენტი სააკაშვილი იუსტიციის სახლში, თბილისი 2 დეკემბერი. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან მომდევნო დღეს, მილიარდერი ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი პრეზიდენტ სააკაშვილს თბილისში 2 დეკემბერს შეხვდა.

მიხეილ სააკაშვილი და ჯორჯ სოროსი იუსტიციის სახლს სტუმრობდნენ, სადაც ერთ სივრცეში სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიღებაა შესაძლებელი. პრეზიდენტ სააკაშვილის მოდერნიზაციისა და რეფორმების დღის წესრიგში ამ პროექტს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. 

„საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელის „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი თბილისის იუსტიციის სახლს ეწვია… მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა Just Café-ს მომსახურებითაც ისარგებლეს. სტუმარმა ყავასთან ერთად სიმბოლური პასპორტიც აიღო“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button