ახალი ამბები

ცესკო: 17 საათისთვის ხმა ამომრჩევლების ნახევარზე მეტმა მისცა

დღის 17 საათისთვის 1 916 395–მა ამომრჩეველმა მიიღო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 53.03%–ს შეადგენს.

ცესკოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა საღამოს 5 საათისთვის საჩხერეში –  67.4% დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი კვლავ წალკაში – 30.7%.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დღის 17 საათისთვის აქტივობა 41.5%–ს შეადგენდა, ხოლო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 33%–ს ოდნავ აჭარბებდა.

Back to top button