skip to content
ახალი ამბები

რამაზ ნიკოლაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

რამაზ ნიკოლაიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა თანამდებობა  1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა.

ყოფილი მინისტრი ოზურგეთის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება, მმართველი პარტიის პრესსამსახურის თანახმად.

ნიკოლაიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2010 წლიდან ედგა სათავეში, ხოლო მანამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე მოკლე ვადით თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გურიის გუბერნატორიც იყო.

ის გიორგი ბარამიძის შემდეგ უკვე მეორე მინისტრია საქართველოს მთავრობაში, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button