skip to content
ახალი ამბები

უცხოელმა დიპლომატებმა, ივანიშვილმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არჩევნებზე იმსჯელეს

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა გუშინ საღამოს თავის რეზიდენციაში ბიძინა ივანიშვილი და ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები, თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ ელჩებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, „საარჩევნო პროცესზე აზრთა ღია გაცვლა–გამოცვლის“ მიზნით მიიწვია, ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ყველა მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ მომავალი არჩევნები არა მხოლოდ დემოკრატიული და სამართლიანი, არამედ მშვიდობიანი, დაშინებისგან თავისუფალი და არაძალობრივი უნდა იყოს“, – ნათქვამია საელჩოს პრეს–რელიზში. 

„პოლარიზაციის და პოტენციური ესკალაციების თაობაზე არსებული სულ უფრო მზარდი წუხილების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობის როლი იმაში მდგომარეობს, რომ მიუკერძოებლად დააკვირდეს არჩევნებს, შეამსუბუქოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლიტიკური დიალოგის და სამართლიანი კონკურენციის გარემოს. საარჩევნო საკითხებზე აზრთა გაცვლა–გამოცვლა მომავალშიც გაგრძელდება“, – ნათქვამია პრეს–რელიზში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button