
ახალი ამბები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი 28–29 ივნისს თბილისში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ვიზიტამდე ორი თვით ადრე, აპრილის ბოლოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სტუმრობდა ერევანს.
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს ინტენსიური ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან და ეს ურთიერთობა სწორედ ვიზიტების სახითაც ვლინდება", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 27 ივნისს, "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი, სხვა ვიზიტების მსგავსად, წარმატებით ჩაივლის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)