skip to content
ახალი ამბები

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე ტოვებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე მეოთხე თვეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 22 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად, 8%–ზე დატოვა.

წლიური ინფლაცია მაისში 14.3%–მდე გაიზარდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაცია 8%–მდე შემცირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებით, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები "კვლავ დაბალია“ და 1.7%–ს შეადგეს. "შედეგად მოთხოვნის მხრიდან ინფლაციის რისკები მცირეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

"2011 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის რეალური ზრდა წინა კვარტალებთან შედარებით შენელდა და 5.8%–ს გაუტოლდა, რაც მოთხოვნის ზრდის ტემპის შემცირებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button