skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე შვედეთსა და დანიას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით შვედეთისა და დანიის სამეფოებს ეწვევა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, გრიგოლ ვაშაძე ვიზიტების ფარგლებში თავის შვედ კოლეგას კარლ ბილდტს და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლენე ესპერსენს შეხვდება და განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button