ახალი ამბები

სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება

პრეზიდენტი სააკაშვილი ბრიუსელში, 24 მარტს ევროპის სახალხო პარტიის სამიტში იღებს მონაწილეობას.

სამიტში მონაწილეობენ ცალკეული ევროპელი ლიდერები და ევროკავშირის არა წევრი ქვეყნების რამოდენიმე სხვა ლიდერიც.

მმართველი პარტია, ერთიანი–ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარეცაა პრეზიდენტი სააკაშვილი, 2008 წლიდან ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მქონე წევრია.

Back to top button