თბილისი გმობს სოხუმისა და მოსკოვის “სასაზღვრო მოლაპარაკებებს“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვრის დემარკაციაზე რუსულ–აფხაზურ მოლაპარაკებებს და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არავითარი სამართლებრივი შედეგები არ ექნება.
“საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. მოლაპარაკებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე არის უკანონო და მათ შორის მიღწეულ შეთანხმებებს არ ექნება არავითარი სამართლებრივი შედეგები,“– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს.
უწყების განცხადების თანახმად, ერთადერთი მხარე, რომელთანაც შესაძლებელია მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)