ახალი ამბები

2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

პარლამენტი განიხილავს 2011 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მთავრობაში განხორციელებულმა სტრუქტურულმა გადაჯგუფებამ განაპირობა.

პროექტის თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 27.2 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე შემცირდება მისი უფლებამოსილებების შეკვეცის შესაბამისად.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთლიანი დაფინანსება არსებული 204.7 მლნ ლარიდან გაიზრდება და 216.8 მლნ ლარი გახდება მას შემდეგ, რაც ამ უწყებაში ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული კომპეტენციების გადატანა მოხდება გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან. შესაბამისად, პროექტის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 115 ათასი ლარით შემცირდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 118 ათასი ლარით გაიზრდება მას შემდეგ, რაც უწყებას გარემოს დაცვის სამინისტროსაგან ნაპირდაცვასთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცემა.  

ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 14 მარტს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ცვლილებების განხილვისას განაცხადა, რომ 2011 წლის ბიუჯეტის მთლიანი ფინანსურ პარამეტრები უცვლელი რჩება.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button