skip to content
ახალი ამბები

რუსეთი აფხაზეთის რკინიგზას არემონტებს

რუსეთი სესხის სახით სოხუმს 2 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 67 მილიონ აშშ დოლარს) გამოუყოფს აფხაზეთის რკინიგზის შესაკეთებლად, იტყობინებოდა "აფსნიპრესი“ 24 იანვარს.

სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ორგანმა განაცხადა, რომ სესხის გამოყოფის შესახებ შეთანხმენას 2010 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი. რუსეთის რკინიგზის სპეციალისტთა პირველი ჯგუფი სოხუმში, სავარაუდოდ, 25 იანვარს ჩავა, იტყობინება "აფსნიპრესი“.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი თვე გაგრძელდება და რეკონსტრუქცია რუსული საზღვრიდან სოხუმამდე, ასევე ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს შორის არსებულ სარკინიგზო მონაკვეთებზე განხორციელდება.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2009 წლის მაისში რუსეთის პრემიერ–მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, რომ სეპარატისტული რეგიონის რკინიგზა 10 წლით რუსეთს გადაეცემოდა მმართველობაში. მან ასევე განაცხადა მაშინ, რომ რუსეთი 2 მილიარდ რუბლს გამოყოფდა რკინგიზს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისი სარკინიგზო ძალები აფხაზეთში 2008 წლის მაისში განათავსა აფხაზეთის რკინიგზის ზოგიერთი მონაკვეთის შესაკეთებლად; ეს ქმედება მაშინ მკაცრად დაგმო თბილისმა და განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთში ინფრასტრუქტურას ამზადებდა შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის.

2008 წლის ივლისში რუსეთმა აფხაზეთიდან თავისი სარკინიგზო ძალების გაყვანის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მან სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის 54–კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი, მათ შორის რვა სარკინიგზო ხიდი, შეაკეთა. 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button