skip to content
ახალი ამბები

სოხუმი 2011 წელს რუსეთისგან 4 მილიარდი რუბლის დახმარებას ელის

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 12 იანვარს, რომ წელს სოხუმი 4.23 მილიარდი რუბლის (დაახლოებით, 140 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ფინანსურ დახმარებას ელის რუსეთისგან.

სოხუმში რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელთან სერგეი სტეპაშინთან შეხვედრაზე საუბრისას ბაღაფშმა განაცხადა, რომ ეს ფინანსური დახმარება 2010–2012 წლების დახმარების პროგრამის ნაწილია, იტყობინება "აფსნიპრესი“.

შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სეპარატისტული აფხაზეთის და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან აფხაზეთისთვის გაწეული ფინანსური დახმარების აუდიტს მიეძღვნა.

"კომპლექსურმა შემოწმებამ, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატამ აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან ერთად განახორციელა, მთელი რიგი მომენტები გამოავლინა, რაზეც ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ,“ – განაცხადა ბაღაფშმა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button