ახალი ამბები
სააკაშვილი: ძალის არ გამოყენებაზე დეკლარაცია “სისუსტის ნიშანი არ არის“
საქართველოს ცალმხრივი დეკლარაცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ "არ არის სისუსტის ნიშანი,“ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ამგვარი ქმედება ჩვენ თვითდაჯერებულობას უსვამს ხაზს… სუსტი მიდრეკილია, რომ უპასუხოს მუქარებით ან არასტაბილურობით; ჩვენ შემთხვევაში, საწინააღმდეგო ხდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ფრანგულად საუბრობდა, თან იქვე დასძინა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო და რუსეთი უნდა დადგნენ მოლაპარაკებების გზას.
„რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს რეგიონში და მიმაჩნია, რომ სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის უფრო ღია ურთიერთობისკენ აიღოს გეზი,“ – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)