
თემური იაკობაშვილი – ბიოგრაფია
თემური იაკობაშვილი დაიბადა 1967 წლის 3 სექტემბერს ქალაქ თბილისში
პროფესიული კარიერა
2008 წ. იანვრიდან–2010 წლის ნოემბრამდე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;
2009 წ. თებერვლიდან – ვიცე პრემიერ მინისტრი;
2001 – 2008 აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS).
1990 – 2001 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• 1998 – 2001 ხელმძღვანელი, ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• 1995 – 1998 ხელმძღვანელის მოადგილე, ამერიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• 1993 – 1995 ხელმძღვანელის მოადგილე, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• 1992 – 1993 პირველი მდივანი,, აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
• 1990 – 1992 მეორე მდივანი,, აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
თემური იაკობაშვილი არის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი.
განათლება
1981-1984 კომაროვის სახელობის ნიჭიერ ახალგაზრდათა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა;
1984-1990 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი, სამეცნიერო ხარისხი – ფიზიკის მაგისტრი;
1995 კურსები აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ, აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო, აშშ;
1998 დიპლომატიური კურსები პროფესიონალებისათვის პოლიტიკურ-დიპლომატიური კვლევების ცენტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბირმინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
2002 იელის მსოფლიო მკვლევარების პროგრამა. იელის უნივერსიტეტი, აშშ;
2003 უმაღლესი აღმასრულებელი სემინარი, საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების კოლეჯი, უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი, გერმანია;
2004 უსაფრთხოების აღმასრულებელი პროგრამა, კენედის სახელობის მთავრობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ.
დიპლომატიური რანგი: საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული და ივრითი
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.