skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი გია არსენიშვილი გარდაიცვალა

გია არსენიშვილი, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელი, 68 წლის ასაკში გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, გია არსენიშვილს სიკვდილის შემდეგ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მიენიჭა. 

გია არსენიშვილი, რომელიც მანამდე სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობდა, პოლიტიკაში 1995 წლიდან ჩაერთო და მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას სხვადსხვა დროს კახეთში სახელმწიფო  რწმუნებულად, სახელმწიფო მინისტრის პოსტზე და ელჩად მუშაობდა.

2008 წელს იგი ნაციონალური მოძრაობის წარდგენით თელავის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. 

კანონის თანახმად, გამოკლებული მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები სექტემბერ–ოქტომბერში ტარდება.

This post is also available in: English Русский

Back to top button