skip to content
ახალი ამბები

ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრები განახლდა

სოფელ ერგნეთში 28 ოქტომბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, განახლდა. 

ქართველი, ოსი და სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელში ევროკავშირის დამკვირვებლებისა და ეუთოს წარმომადგენლის თანდასწრებით შეიკრიბნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ დღის წესრიგი რიგ საკითხებს მოიცავდა, რომელთა უმრავლესობა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების მკვიდრი მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული.

მისიის თქმით, შეხვედრაზე 2010 წლის დასაწყისიდან მომხდარი ინციდენტების მიმოხილვამ აჩვენა, რომ რეგიონში ”ზოგადი დაძაბულობა შემცირებულია.”

”შეხვედრა საქმიან და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა,“ – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მერვე შეხვედრის გამართვა 10 დეკემბერს იგეგმება.

მსგავსი/Related

Back to top button