
საპარლამენტო უმრავლესობამ დეპუტატი დიასამიძე გარიცხა
დეპუტატი თამაზ დიასამიძე საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან გარიცხა იმ მოტივით, რომ ბოლო პერიოდში ის მხარს არ უჭერდა "ძალიან მნიშვნელოვან“ გადაწყვეტილებებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 28 ოქტომბერს.
თამაზ დიასამიძე იყო იმ 5 დეპუტატს შორის ერთ–ერთი, ვინც წინააღმდეგი მისცა ხმა კონსტიტუციის ახალი მოდელის საბოლოო დამტკიცებას. მან ასევე ღიად გააკრიტიკა ინიციატივა ქობულეთში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის შესახებ.
თამაზ დიასამიძე ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. იგი ერთ–ერთი ადგილობრივი გამოკვეთილი ფიგურა იყო 2004 წლის მაისში, აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლის პროცესში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)