We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გილაური ჩინეთს და ინდოეთს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 24 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა, იტყობინება პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

პეკინში გილაური ჩინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრს, ასევე ტრანსპორტის და ვაჭრობის მინისტრებს შეხვდება; შემდეგ იგი შანჰაიში გაემგზავრება, სადაც 28 ოქტომბერს World Expo 2010 საქართველოს ეროვნული დღე გაიმართება.

შანჰაიდან 30 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუმბაიში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს Financial Times-ის მიერ ორგანიზებუულ ფორუმში – ინვესტირება საქართველოში. 

 

This post is also available in: Русский

Back to top button