skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშმა შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2005 წლიდან მუშაობდა.

ბაღაფში ოფიციალური ვებ–გვერდის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მოტივირებულია ხეციას „სხვა თანამდებობაზე“ გადაყვანით.  თუმცა მისი ახალი სამუშაო ადგილი დაკონკრეტებული არ არის.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის პირველი მოადგილე რამინ გაბლაია დაინიშნა.

This post is also available in: English Русский

Back to top button