
სააკაშვილი: ”არ მაინტერესებს ვინ რა თანამდებობზე იქნება 2013-ში”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ფიქრობს იმაზე, თუ რა თანამდებობას დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება 2013 წელს.
„ზოგიერთები იმაზე ფიქრობენ 2013 წელს ‘აბა ჩვენ რა თანამდებობას დავიკავებთ’. სულ არ მაინტერესებს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, ჩემი ჩათვლით,“ – განაცხადა მან 27 ივლისს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, 2013 წელს ამის მაგივრად ის იქნება მნიშვნელოვანი თუ როგორ შესრულდება ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები.
„ყველა ქალაში იქნება წყალი მუდმივად, ყველგან იქნება კარგი კომუნალური სისტემა, ყველგან იქნება მრიცხველები, ყველგან იქნება მუდმივი დენი, პრაქტიკულად 80% საქართველოში იქნება გაზი, პრაქტიკულად ყველა დიდ დასახლებაში იქნება კარგი გზა და იქნება კარგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა – ეს არის ისტორიული გარღვევა მოდერნიზაციის მიმართულებით,” განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)