ახალი ამბები

ვაშაძე პრეზიდენტ ალიევს შეხვდა

საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში 7 ივლისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევმა გამოთქვა იმედი, რომ ვიზიტი იქნება "ნაყოფიერი და წარმატებული“.

"აღნიშნა რა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ ყველა მიმართულებით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოთქვა იმედი, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც… აღნიშნა მუდმივი კონსულტაციების მნიშვნელობა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოვებისათვის,“– იუწყება პრესსამსახური.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button