skip to content
ახალი ამბები

PACE-ს პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ 13–15 ივნისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს.

ევროპის საბჭოს პრეს–რელიზის თანახმად, ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე აჭარის მთავრობის მეთაურთან ლევან ვარშალომიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button