ახალი ამბები

საქართველომ ფიჯისთან და კომოროსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველომ 29 მარტს ფიჯისთან, ხოლო 26 მარტს კომოროს გაერთიანებასთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

გაფორმებული დოკუმენტების თანახმად,  მხარეები იხელმძღვანელებენ თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით. ხელმოწერის ცერემონიები გაეროს შტაბ-ბინაში ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა და  ეცნობა გაეროს გენერალურ მდივანს.

2010 წელს საქართველომ სულ 13 სახელმწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

აზია – წყნარი ოკეანეს რეგიონიდან ფიჯი მეხუთე სახელმწიფოა ბრუნეის; მალდივის რესპუბლიკის; მარშალის კუნძულებისა; და სამოას შემდეგ, ხოლო აფრიკიდან კომოროს გაერთიანება მეოთხე ქვეყანაა ბოტსვანას; კაბო-ვერდეს; და ლიბერიას შემდეგ, რომლებთანაც წელს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. საქართველომ მიმდინარე წელს ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა ლათინური ამერიკის ოთხ ქვეყანასთან: დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ და სენტ-ლუსია.

ამ დროისთვის გაეროს 191 წევრიდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია 135 ქვეყანასთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button