skip to content
ახალი ამბები

ნესტერენკო: ”იმედის” პროვოკაციულმა სიუჟეტმა უსაფრთხოებას კონკრეტული ზიანი მიაყენა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ”პროვოკაციას” უწოდებს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ დადგმულ რეპორტაჟს რუსეთთან ომის განახლების შესახებ, რომელმაც ”კონკრეტული ზიანი მიაყენა რეგიონში უსაფრთხოებას” და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამას პრინციპულ შეფასებას მისცემს.

”იმედის” აქციამ უპასუხისმგებლო და ამორალურია პირველ რიგში ქართული საზოგადოების მიმართ, სადაც ამან სრულიად ახსნადი პანიკა გამოიწვია,”-  განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

სამინისტროს ვებ-გვერდზე 15 მარტს გამოქვეყნებულ მის კომენტარში ნათქვამია, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ ”იმედის” გადაცემა არ შეიძლებოდა  ხელისუფლების სანქციის გარეშე ყოფილიყო მომზადებული.

”პრეზიდენტი სააკაშვილს არც მალავს თავის გამამართლებელ დამოკიდებულებას სკანდალური გადაცემის მიმართ, რომლის სცენარსაც მან უწოდა ”რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული,”- განაცხადა მან.

”პროვოკაციულმა ტელეგადაცემამ სრულიად კონკრეტული ზიანი მიაყენა რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, გაზარდა რა დაძაბულობის ხარისხი ისედაც არამარტივ სიტუაციაში,”- აღნიშნა ნესტერენკომ, ”პოლიტიკურ პარანოიას არასდროს არ მოუტანია სარგებელი და არ გადაუწყვიტავს სერიოზული პრობლემები არცერთ სახელმწიფოში”.

მსგავსი/Related

Back to top button