skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშმა უშიშროების სამსახურის ახალი უფროსი დანიშნა

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ასლან ბჟანია სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ახალ უფროსად დანიშნა, იტყობინება ”აფსნიპრესი” 24 თებერვალს.

ბჟანია, რომელმაც 1991 წელს საბჭოური კგბ-ს კურსები დაამთავრა, 90-იანი წლების დასაწყისში სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, თუმცა 1994 წლიდან მთავრობაში აღარ უმუშავია. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, სწორედ ამ დროს გადავიდა ის მოსკოვში, სადაც საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.

ახალ პოსტზე დანიშვნამდე ბჟანია ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა რუსეთში სეპარატისტული აფხაზეთის საელჩოში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button