
ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელს სტუმრობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს შტაბბინაში, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
”ჩვენი ამოცანაა მუდმივად მინაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებს, და მათ შორის პირველ რიგში ნატოს და ევროკავშირს, იმ ვითარებაზე, რომელიც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ გამგზავრებამდე.
მისი თქმით, ასევე განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ეკონომიკური საკითხები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)