skip to content
ახალი ამბები

გილაური ეგვიპტეს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

19 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში გილაური ეგვიპტის პრეზიდენტს მოჰამედ ჰოსნი მუბარაკს და პრემიერ-მინისტრს აჰმედ ნაზიფს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ფაიზა ნაბუ ელ ნაგასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აჰმედ აბუ ელ გეითთან, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ეგვიპტეს ბიზნეს ფორუმი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button